პასუხისმგებლობის დაზღვევა
სადაზღვევო ჯგუფი ტემზა გთავაზობთ მესამე მხარისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევას - ამ უკანასკნელის საკუთრების ან ჯანმრთელობის/სიცოცხლის ჩათვლით - რომელიც შეიძლება წამოიჭრას თქვენი პირადი თუ სამეწარმეო საქმიანობის პროცესში.
ასეთი დაზღვევა დაკავშირებულია კერძო პირის თუ მეწარმის ქონების ან საქმიანობის შედეგად მესამე მხარისადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. ამის კონკრეტული მაგალითებია: თქვენი კერძო საცხოვრებელი, სპორტული დარბაზები, რესტორნები, მაღაზიები, და სხვ.
წინამდებარე დაზღვევა გიცავთ საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობიდან, რომელიც შეიძლება წამოიჭრას დაზღვევის პერიოდში და გამოიწვიოს მესამე მხარის ჯანმრთელობის დაზიანება ან ტუდაც სიკვდილი, მისი ქონების დაზიანება და სხვა ტიპის ზეგავლენა.
ასეთი ტიპის დაზღვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის შესაძლო რისკის ფაქტორების სწორად წარმოსახვა და მათი გამოყოფა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შესაძლო სადაზღვევო გადასახადს.
ყველა დავის მოგვარება დაზღვეულსა და მესამე მხარეს შორის როგორც წესი შესაძლებელია სასამართლო პროცედურების გავლის გარეშე, თუკი მომხდარი სადაზღვევო შემთხვევა ნათელია და არავითარ ეჭვს არ იწვევს.