.: მთავარი .: კომპანიის შესახებ .: ონლაინ დაზღვევა .: ახალი ამბები .: დაგვიკავშირდით
 
დაზღვევის კლასები
ონლაინ დაზღვევა
ძიება გვერდზე
 

სამედიცინო დაზღვევა

კლიენტების მაქსიმალური სარგებელის მისაღწევად სადაზრვევო ჯგუფი ტემზას სამედიცინო განყოფილება უზრუნველყობს შეძლებისდაგვარად 24 სთ-იან კვალიფიციურ მომსახურებას საქართველოს წამყვან კლინიკებში.

ჩვენი კომპანიის მაღალკვალიფიცირებული ექიმები ოპერატიულად დაგეხმარებიან ნებისმიერი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის სწრაფად მოგვარებაში. საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე შეგვიძლია მივმართოდ თბილისის წამყვან სპეციალისტებს კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად.

თითოეული და ყოველი შესაძლო სარჩელი განიხილება კომპანიის სამედიცინო განყოფილების მიერ, რათა შეგვეძლოს უზრუნველვყოთ მომსახურების შეძლებისდაგვარად უმაღლესი დონე და ყველა აუცილებელი სამედიცინო დახმარების საშუალება. ჩვენი სადაზღვევო პოლისით თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენთან მოთანამშრომლე კლინიკებს, ან – თუკი წინასწარ შეგვითანმხმებთ – თქვენი სურვილისამებრ საქართველოში არსებულ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას.

კომპანია გთავაზობთ საქართველოში არსებულ ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურებას – გარდა იმ სახეობებისა, რომელთა პრაქტიკა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეკრძალებათ კერძო სამედიცინო დაწესებულებებს და აგრეთვე არ ექვემდებარებიან საერთოდ სამედიცინო დაზღვევის სფეროს (მაგ. ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და შიდს-ი).

სადაზრვევო ჯგუფი ტემზას სამედიცინო განყოფილება გთავაზობთ სამედიცინო მომსახურების შემდეგ სახეობებს:
სტაციონარული მკურნალობა: თერაპია, ქირურგია, გინეკოლოგია და სპეციფიური სამედიცინო მომსახურება;
ამბულატორიული მკურნალობა;
ადგილობრივი სასწრაფო დახმარება;
სტომატოლოგია;
სანატორიუმში მკურნალობა და ფიზიოთერაპია;
მშობიარობა;
წამლებისა და საპროცედურო ამბულატორული დანიშნულება;
საუკეთესო სპეციალისტების კონსულტაცია;
დიაგნოსტიკური გამოკვლევები

ჩვენ აგრეთვე ვთავაზობთ კლიენტებს თბილისის საუკეთესო კლინიკების მომსახურებას.
კლინიკების სია შეიძლება გაიზარდოს ჩვენი კლიენტის სპეციფიური მოთხოვნილების შესაბამისად.

სადაზღვევო კომპანიასა და კლიენტს შორის ხელშეკრულება შეიძლება გაფართოვდეს/¬დაიხვეწოს კლიენტის კონკრეტული საჭიროებების შესაბამისად. სამედიცინო დაფარვის ღირებულება დამოკიდებულია დაზღვეული პირების რაოდენობაზე და ამორჩეულ პროგრამაზე.

ჩვენ საშუალება გვაქვს შევაჯეროთ სამედიცინო დაზღვევის პროგრამები, რათა თქვენი თანამშრომლები მაქსიმალურად იყვნენ უზრუნველყოფილი აუცილებელი სამედიცინო მომსახურებით, ხოლო თქვენ კომპანიას თავიდან ავაცილოთ სამედიცინო სარჩელებთან დაკავშირებული ყველანაირი ბიუროკრატული დოკუმენტების წარმოება.

 

 

 

.: მთავარი

.: საიტის რუკა

.: დაგვიკავშირდით

 

დიზაინი – გიორგი ტარიელაშვილი

 

© 2005 სადაზღვევო ჯგუფი თემზა