.: მთავარი .: კომპანიის შესახებ .: ონლაინ დაზღვევა .: ახალი ამბები .: დაგვიკავშირდით
 
დაზღვევის კლასები
ონლაინ დაზღვევა
ძიება გვერდზე
 

ავტოტრანსპორტის დაზღვევა

სადაზღვევო ჯგუფი ტემზა მზად არის დააზღვიოს თქვენი ავტომობილი შემდეგი რისკებისგან:
ავტომობილის დაკარგვა ან დაზიანება;
ავტომობილის გატაცება;
მესამე მხარისადმი მიყენებული ზიანი ან ზარალი (სამოქალაქო პასუხისმგებლობა);
თქვენ ავტომობლში მგზავრების დაზიანება ან სიკვდილი (პირადი უბედური შემთხვევა);

ჩვენ აგრეთვე გთავაზობთ ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას.

თქვენი ავტომობილის სადაზღვევო თანხა დაფუძნებულია ამ უკანასკნელის საბაზრო ღირებულებაზე სადაზღვევო პოლისის მოქმედების დაწყების მომენტში.
თითოეულ მძღოლს ვუზრუნველყობთ საინფორმაციო ბარათით, რომელშიც მითითებულია ჩვენი 24 საათიანი მომსახურების გამოსაყენებლად საჭირო ინფორმაცია. ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას ჩვენი ერთ-ერთი სასარჩელო მენეჯერი დაგეხმარებათ ყველა საჭირო საბუთის სწორად გაფორმებაში (პოლიციის ოქმის ჩათვლით) და, თუკი ეს უკანასკნელი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ავტომობილის ტრანსპორტირებაში.
თქვენი ავტომობილი შემოწმდება ჩვენი თანამშრომლის მიერ, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მის შეკეთებას.
ჩვენთან დაზღვევის შემთხვევაში თქვენ მოგეხსნებათ ყველა ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებული თავის ტკივილი.
ჩვენ გადავიყვანთ თქვენს ავტომობილს ჩვენს მიერ შემოწმებულ ავტოსარემონტო კომპანიაში.
ჩვენს თავზე ავიღებთ ყველა საბუთის მომზადებას.
ჩევენ პერიდულად შევამოწმებთ თქვენი ავტომობილის სარემონტო სამუშაოების მსვლელობას და თვალყურს მივადევნებთ, რომ იგი გარემონტდეს თანამედროვე პირობებში არსებული ყველა საუკეთესო საშუალების გამოყენებით.

ონლაინის რეჟიმში ავტომობილის დაზღვევის უპირატესობა:
თქვენ არ დაგჭირდებათ ჩვენს ოფისში მოსვლა ავტომობილის დაზღვევის ფასის გასაგებად.
არ არსებობს სუამავალი – ჩვენ დაგაზღვევთ იმისგან რისგანაც გჭირდებათ და არა იმისგან რისგანაც შუამავალი ვარაუდობს თქვენს დაზღვევას.

 

 

 

.: მთავარი

.: საიტის რუკა

.: დაგვიკავშირდით

 

დიზაინი – გიორგი ტარიელაშვილი

 

© 2005 სადაზღვევო ჯგუფი თემზა